კრიტიკული მდგომარეობები 1793
გულ–სისხლძარღვთა დაავადებები 13822
სასუნთქი სისტემა 7169
საჭმლის მომნელებელი სისტემა 5642
სხვა 26004
სულ გამოძახება 54430


თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად  ამ სამსახურს სულ ორი-სამი ექიმი ჰყავდა, რომლებიც პაციენტების სანახავად ერთი სამედიცინო ეტლით დადიოდნენ. დღეისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი თავისი კვალიფიციური პრესონალით, უახლესი აღჭურვილობით, კომუნიკაციისა  და სატრანსპორტო საშუალებებით დ
05 მაი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა, სასწრაფო დახმარების  ექიმებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა. ხელმძღვანელმა სასწრაფოს ორ თანამშრომელს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრემია გადასცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ქეთევან კოლელიშვილი ყველაზე სტაჟიანი ექიმია, ის უკვე 40 წელია რაც სასწრაფოში მუშაობს და ერთ–ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლება, ხოლო 1969 წელს დაბადებული აკაკი ჩლაიძე 8 მცირეწლოვანი შვილის მამაა და 21 წლის განმავლობაში ემსახურება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადმინისტრაცია მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც გამართავს.
29 მარ
მიმდინარე წლის 29 მარტს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე შალვა ბრაჭული დაინიშნა. აღნიშნული კანდიდატი თანამდებობაზე, მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროსა და  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა. შალვა ბრაჭულს 2012 წლის ივლისიდან, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“–ის პირადი და სოფლის ექიმების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა. 2012 წლის თებერვლიდან–ივლისამდე იყო ამავე სამსახურის პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული მიმართულების მენეჯერი. 2008–2012 წლებში მუშაობდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის პოსტზე,  2010 წლის თებერვლიდან–მაისის ჩათვლით გახლდათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო ოფიცერი ნეპალში. 2005–2007 წლები მუშაობდა– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხოლო 2003–2005 წწ– მუშაობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, მცხეთა–მთიანეთის ფილიალში. შალვა ბრაჭული დაბადებულია 1977 წელს, დამთავრებული აქვს პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია. იგი ასევე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის–სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხის მფლობელია. გავლილი აქვს სხვადახვა სახის პროფესიული ტრეინინგები და გადამზადების კურსები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.    

კმაყოფილი ბრძანდებით თუ არა ქ.თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურებით?

კი
არა
- შედეგების ნახვა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი - geo